Saturday, December 17, 2011

რიცხვები ჩვენს გარშემო


1. პროექტის სახელწოდება: რიცხვები ჩვენს გარშემო

2. პროექტის მთავარი თემა: რიცხვები XXI საუკუნის განუყრელი ნაწილია. რომ არა რიცხვები, არ იქნებოდა ტელეფონი, ტრანსპორტი, ციფრული მოწყობილობები. თანამედროვე ტექნიკა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რიცხვების გარეშე. ეს პროექტი საშუალებას იძლევა მონაწილეებს მეტი წარმოდგენა შეუქმნას რიცხვებზე, მათ მნიშვნელობაზე და გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხობრებაში.

პროექტი ”რიცხვები ჩვენს გარშემო” არის გასართობ-შემეცნებითი, შემოქმედებითი და სასწავლო ხასიათის;

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში მათემატიკისა და ტექნოლოგიებისადმი სწავლის ინტერესის გაღვივება. “მრავალმხრივი ინტელექტის” განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეების მიერ ცოდნის რეალიზება. თანამშრომლობის, საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის მოძიების, შედარების, კლასიფიკაციის, პრობლემის გადალახვის უნარ–ჩვევების განვითარება.


4. პროექტის მიზნები:

მოსწავლეებში მათემატიკისა და ტექნოლოგიებისადმი სწავლის ინტერესის გაღვივება. მრავალმხრივი ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეებმა შეძლონ მოახდინონ ცოდნის რეალიზება, თანამშრომლობის, საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის მოძიების, შედარების, კლასიფიკაციის და პრობლემის გადაჭრის უნარ–ჩვევების განვითარება;

პროექტის მონაწილეებს კომპიუტერი ეხმარებათ სამყაროს შემეცნებაში, ინფორმაციის მოძიებიაში, სწავლის პროცესის გახალისებაში, სხვადასხვა საგანში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში;

5. მონაწილეთა ასაკი: 5-6 წელი (I კლასი);

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2011-2012 სასწავლო წელი;

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარებას. ვირტუალური სამყაროს მეშვეობით მოსწავლეს გაუადვილდება რეალური ფაქტების აღქმა. მათ ცხობრებისეული პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ პროგრამის ფარგლებში გაკვეთლებზე მიღებული ცოდნა; მოხდება სოციალური და ჯგუფური უნარ–ჩვევების განვითარება. პროგრამის ფარგლებში, ICT გაკვეთილებზე მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები აიტვირთება პროექტის ბლოგზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები და შეგროვილი თანხით ჩატარდება საქველმოქმედო ღონისძიებები (ფოტო და ვიდეო მასალა აიტვირთება ბლოგზე);

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

სასწავლო გარემო:

საკლასო ოთახი არის ჯანსაღი, მყუდრო და კომფორტული. კლასში გამოყოფილია მინი ბიბლიოთეკა, სამუშაო და დასასვენებელი ადგილი, აგრეთვე, სათავსოები სასწავლო ნივთების შესანახად, ადგილი გამოფენა–სტენდისთვის; კლასის მართვის სტილი დემოკრატიულია და სწავლების ფორმა – თანამშრომლობითი; დროის ეფექტიანად მართვა ხდება მოსწავლეთა მონაწილეობით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში; ინოვაციური თვალსაზრისით, სასწავლო პროცესში ხშირად გამოიყენება ”ბუკები” და ინტერაქტიული დაფა.

რესურსები:

სხვადასხვა სახი ბუნებრიბი მასალა,”ბუკები”, ინტერაქტიული დაფა, პროექტორი, ქართული ფულის ასლები, პლასტელინები, ფანქრები, წებო, სატომრე მასალა, ფერადი ქაღალდები;


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

პროექტის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით და პლასტილინით მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. გადაიღს სურათები და ვიდეო მასალა. შემოსული თანხით შეიძინეს სასწავლო ნივთები და გადასცეს სკოლის საქველმოქმედო ფონდს.

პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები ისტ–ის გამოყენებით, სადაც ისინი ინტეგრირებულად იყენებენ სხვადასხვა საგანში მიღებულ ცოდნას. მაგალითად: ბუნება; მათემატიკა (ფული; შეკრება, გამოკლება, შედარება; სახალისო მათემატიკა; საოცარი რიცხვები; რიცხვები და ფერები და სხვა)

მოსწავლეები პროექტის მსვლელობის ფარგლებში აქტიურად იყენებენ ბუკებს”, ინტერაქტიულ დაფას, მუშაობენ პროგრამებში Intel(R) Learning Series Classroom Management by Mythware;
ICT-ის გამოყენება, როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის მიღმა უზრუნველყობს ახალი ცოდნის კონსტრუირებას;
სწავლის პროცესის ინოვაციურობის უზრუნველსაყოფად, პროექტში გამოყენებულია ბუკშიარსებული კომპიუტერული პროგრამები, ციფრული ინსტრუმენტები და მასწავლებლის მიერ შექმნილი სავარჯიშოები და პრეზენტაციები;
პროექტის ფარგლებში შედგა მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენაგაყიდვა. შეგროვილი თანხით ვიყიდეთ სასწავლო ნივთები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. ეს პროგრამა ხორციელდება ჩვენი სკოლის ფარგლებში (სკოლა ხშირად ეხმარება მიუსაფარ ბავშვთა თუ მოხუცთა თავშესაფრებს);
ბავშვებს ვაჩვენეთ სხვადასხვა ტიპის მაღაზიები ინტერნეტით. თითონ აირჩიეს სასურველი მაღაზია და შემდგომ მოვახდინეთ ჩანაფიქრის რეალიზება;
ვიყავით სასწავლო ნივთების, ტექნიკის, სუპერმარკეტსა და ყვავილების მაღაზიაში, სადაც ბავშვები გაეცნენ ფულთან და ყიდვის პროცესთან დაკავშირებულ ტერმინებსა და ოპერაციებს. მოსწავლეებმა სასწავლო ნივთების მაღაზიაში თვითონ იყიდეს სასურველი ნივთები,

შეძლეს ფულის გადახდა და ანგარიში. ერთერთი. მოსწავლედადგა ფაქტის წინაშე კომპიუტერული ტექნიკისმაღაზიაში, მას არ აღმოაჩნდა სათანადო თანხა სასურველი ნივთის შესაძენად. ვითონვე შეაფასა შექმნილი სიტუაცია და დასახა გადაჭრის გზა;

მოსწავლეებმა სკოლის ICT ლაბორატორიაში ბუკებზე” ითამაშეს ვირტუალური მაღაზია;

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ ინტეგრირებული გაკვეთილები;

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კომუნიკაციისა და კომპიუტერული უნარჩვევები, რაც აუცილებელია თანამედროვე ეტაპზე.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესში, მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად და ჯგუფებში უზიარებენ ერთმანეთს აზრს, ზუსტად იცავენ მითითებულ ინსტრუქციას, სწორად ანაწილებენ როლებსა და ფუნქციებს;

მოსწავლეები პრობლემურ საკითხებზე მუშაობდნენ და მსჯელობენ ერთობლივად, ავლენენ კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ურთიერთობებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს;

პროექტში მონაწილე მოსწავლეები შეძენილ უნარჩვევებს იყენებენ სხვა საგნებიში გაკვეთილებზე, სხვა

კლასის მოსწავლეებთან, მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ეზოში-თანატოლებთან და სხვა ადამიანებთან სხვადასხვა გარემოში; ხალისით მუშაობენ პროექტსა თუ გაკვეთილებზე;

განვითარება ხდება შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმით: თვითშეფასება და ურთიერთშეფასება..

10. საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ICT,ბუნება, ხელობნება;

11. პროექტის ხელმძღნელი (მასწავლებელი): ნანა ვეფხვაძე, მაია ჯოხაძე;

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.vephkvadze@europeanschool.ge; m.jokhadze@europeanschool.ge;

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://numbers2012.blogspot.com